საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი თურქმენეთის ვაჭრობისა და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების მინისტრს ბაიარ აბაევს შეხვდა.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ თურქმენეთი შავი ზღვისპირეთში ლოგისტიკური ცენტრის პროექტის განხორციელებითაა დაინტერესებული და ამ საკითხზე მოლაპარაკებები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან მიმდინარეობს.
როგორც "პირWელს" მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, თურქმენეთი საქართველოში ასევე ნავთობპროდუქტების იმპორტის გაზრდას გეგმავს.
პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას საუბარი სატრანსპორტო დერეფნის განვითარებასა და ტვირთბრუნვის ზრდასთან დაკავშირებულ საკითხებსაც შეეხო.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ვიცე-პრემიერი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ეკონომიკურ საკითხებში, ეკონომიკური საბჭოს მდივანი გიორგი გახარია და “საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი მამუკა ბახტაძე დაესწრნენ.