ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ გაერო-ს გენერალურ მდივანს "ტერორიზმის წახალისებაში" ადანაშაულებს. ამის მიზეზი "ბიბისის" ცნობით, პან გი მუნის მიერ პალესტინელების შესახებ გაკეთებული განცხადება გახდა. კერძოდ, გაერო-ს უშიშროების საბჭოში სიტყვით გამოსვლისას, გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ ადამიანის ბუნებიდან გამომდინარეობს ის, რომ შევიწროებულმა ხალხმა ოკუპაციაზე რეაგირება მოახდინონ.
პან გი მუნმა დაგმო პალესტინელების მიერ ისრაელელების მკვლელობის ბოლო შემთხვევები. ოქტომბრის შემდეგ ძალადობის შედეგად 155-ზე მეტი პალესტინელი, 28 ისრაელელი, ერთი ამერიკელი და ერთი ერიტრეელი დაიღუპა.