პრემიერ-მინისტრი ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომას დაესწრება

პრემიერ-მინისტრი ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომას დაესწრება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი 29 იანვარს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომას დაესწრება.

მთავრობის მეთაური მიიჩნევს, რომ  მნიშვნელოვანია ინსტიტუციების პატივისცემა და მსგავსი საკითხები განხილვის საგანი აღარ უნდა გახდეს, მითუმეტეს მაშინ, როცა ხელისუფლებას ქვეყანაში გაცილებით მნიშვნელოვანი საკითხები აქვს მოსაგვარებელი.

ცნობისთვის ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა 29 იანვარს გაიმართება და მასზე ნატო-ს ვარშავის სამიტსა და საერთაშორისო მისიებთან დაკავშირებულ თემებზე იმსჯელებენ.