ამაღამ საქართველოს მასშტაბით ყინვა შენარჩუნდება

ამაღამ საქართველოს მასშტაბით ყინვა შენარჩუნდება

ამაღამ საქართველოს მასშტაბით ყინვა შენარჩუნდება. როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრში განუცხადეს, დღეს ღამე დედაქალაქში ტემპერატურა - 8 გრადუსი იქნება, დასავლეთ საქართველოს დაბლობში 0 - 5 გრადუსი, აღმოსავლეთის ბარში კი - 6 -11 გრადუსი ყინვა არის მოსალოდნელი. ყინვა იყო საქართველოში გასულ ღამესაც. დედაქალაქში ტემპერატურამ გუშინ ღამე -6 -7 გრადუსი შეადგინა.

რაც შეეხება უახლოესი დღეების პროგნოზს, სინოპტიკოსები მომდევნო დღეებში საქართველოს მასშტაბით, ძირითადად, უნალექო ამინდს პროგნოზირებენ. ხვალ დღისით დასავლეთ საქართველოს მთიან და მაღალ მთიან რაიონებში შესაძლებელია მცირე თოვლი. სხვა ყველა რეგიონში კი უნალექო ამინდია ნავარაუდევი.

დასავლეთ საქართველოში ხვალ მოსალოდნელია ტემპერატურა +2 +7 გრადუსი, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში 0+5 გრადუსი. 29 იანვარს დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ტემპერატურა +3 +8 გრადუსი იქნება.

28 – 29 იანვარს სინოპტიკოსები თბილისში უნალექო ამინდს პროგნოზირებენ, 30 იანვარს დღისით კი შესაძლებელია მცირე წვიმა.