საქართველოს პრეზიდენტმა უშიშროების საბჭოს სხდომა დანიშნა

საქართველოს პრეზიდენტმა უშიშროების საბჭოს სხდომა დანიშნა

საქართველოს პრეზიდენტის მოწვევით, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა 29 იანვარს 14:00 საათზე, საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაში გაიმართება.

როგორც "პირWელს" ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატიდან აცნობეს, სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულია ორი საკითხის განხილვა:

1. მზადება ნატოს ვარშავის სამიტისთვის;

2. თავდაცვის მინისტრის მოხსენება საქართველოს შეირაღებული ძალების ქვედანაყოფების საერთაშორისო მისიებში მონაწილეობასთან დაკავშირებით

ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაში მონაწილეობის მისაღებად მიწვეულნი არიან საბჭოს მუდმივი წევრები.