საფრანგეთში ბირთვულ ობიექტზე ერთი ადამიანი დაიღუპა

საფრანგეთში ბირთვულ ობიექტზე ერთი ადამიანი დაიღუპა

საფრანგეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონში მდებარე ბირთვულ ობიექტზე მომხდარი ინციდენტის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, კიდევ ერთი კი დაშავდა.

"ბიბისის" ცნობით, ქალაქ ბიურეში მდებარე გვირაბში, რომელიც ბირთვული ნარჩენებისთვისაა განკუთვნილი, კედელი ჩამოიშალა. მომხდარის შემდეგ თანამშრომლების სასწრაფო ევაკუაცია განხორციელდა. დაწყებულია გამოძიება.

ამ დროისთვის გვირაბში ბირთვული ნარჩენები არ არის. გვირაბმა ფუნქციონირება 2025 წლისთვის უნდა დაიწყოს. მანამდე კი მას ლაბორატორიის სახით იყენებენ.