თბილისის საბავშვო ბაღები მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ

თბილისის საბავშვო ბაღები მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ

თბილისის საბავშვო ბაღები მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ. როგორც "ინტერპრესნიუსს" თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა თემურ თორდინავამ განუცხადა, აღსაზრდელების დასწრების ბოლო სტატისტიკურ მონაცემებს სააგენტოში რამდენიმე საათში შეაჯამებენ და სააღმზრდელო პროცესის შეწყვეტის საჭიროებაზე ამის შემდეგ იმსჯელებენ.
"ამ გადასახედიდან საგანგაშო არაფერი არის, დღევანდელ სტატისტიკასაც შევხედავთ და მივიღებთ გადაწყვეტილებას", - განაცხადა თემურ თორდინავამ.
რაც შეეხება სკოლებს, როგორც ცნობილია, გრიპის ვირუსით გამოწვეული გაცდენების რაოდენობის ზრდის გამო, საქართველოს მასშტაბით 182 სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა.