აჭარიდან სირიაში წასული ხვიჩა გობაძის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია ვრცელდება

აჭარიდან სირიაში წასული ხვიჩა გობაძის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია ვრცელდება

"ისლამური სახელმწიფოს" რიგებში გაწევრიანებული, სირიაში წასული ხვიჩა გობაძე გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია ვრცელდება. სოციალურ ქსელში, ხვიჩა გობაძის მეუღლის, სალი ქათამაძის პროფილით გამოქვეყნებულ სტატუსებში წერია, რომ მისი მეუღლე ცოცხალი აღარ არის. სალი ქათამაძე წერს, რომ ხვიჩა გობაძეს სამოთხეში შეხვდება:

"საუკუნოდ მემახსოვრები და მეყვარები სულ ყველაზე მეტად! ჩემი ერთადერთი და ჩემი ყველაფერი შენ იყავი, ხარ და იქნები! დაველოდები იმ დღეს, როცა სამოთხეში შეგხვდები და გადაგეხვევი! ძალიააან ძალიაააან მიყვარხააარ მეც და ჩვენს პატარასაც. ტკივილს, რომელიც შენი წასვლით დამიტოვე, ვერავინ და ვერაფერი გამინელებს და სიყვარულს, რომელიც შენს მიმართ მაქვს ვერავინ შემიცვლის, ისევე წამოვიღებ ჩემს სიყვარულს შენთან, როგორც შენ წაიღე ჩემი...ინ შაა ალლაჰ სამოთხეში შევხვდებით ერთმანეთს, იქ სადაც ვიცი მელოდები! მიყვარხარ", -წერს სალი ქათამაძე.

ხვიჩა გობაძესთან ერთად სავარაუდოდ, კიდევ ერთი ადამიანია გარდაცვლილი. სალი ქათამაძე ხვიჩა გობაძისა და კიდევ ერთი მებრძოლის ფოტოს აქვეყნებს და წუხილს გამოთქვამს მისი გარდაცვალების გამო.

"არ ვიცით როგორ შევძლებთ თქვენს გარეშე ცხოვრებას! თქვენ ჩვენი ცხოვრების ყველაზე ახლო ადამიანებად დარჩებით მუდამ !! ალლაჰმა მიიღოს თქვენი შაჰიდობა ! ნატა დაიკოო ყველაზე მეტად შენ გესმის ჩემი, ალლაჰმა გაგვაძლიეროს!", - წერს სალი ქათამაძე. InterPressNews.Ge

სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" აღნიშნული ინფორმაციები 20 საათის წინ გამოქვეყნდა. კიდევ ერთი სტატუსი დღეს არის გამოქვეყნებული: "ყველაფერი გაქრა ჩემს გარშემო...სიცარიელეა, უაზრობაა.. არვიცი რამდენად შევძლებ მაგრამ უნდა შევეჩვიო, სხვა გზა არ დამრჩენია, როცა წარმოვიდგენ, რომ ვეღარასოდეს დამელაპარაკები, ვერ გადაგეხვევი, ვერ გამიცინებ, თავიდან ვკვდები! ისე ვარ თითქოს სხეულიდან ვიღაცამ გული ამოგგლიჯა, კიარ ამოგიღო, ამოგგლიჯა, უმოწყალოდ გაგიმეტა, წამით არ დაგინდო! სიცარიელეა და სხვა არაფერი და მე ამ სიცარიელეში მომიწევს სიცოცხლე სიცოცხლის გარეშე!", - წერია სტატუსში.

"ინტერპრესნიუსმა" ხვიჩა გობაძის ახლობლებთან სცადა ინფორმაციის გადამოწმება. როგორც გობაძის ახლობლები აცხადებენ, მათ აქვთ ინფორმაცია, რომ ხვიჩა გობაძე სირიაში დაუღუპა, თუმცა საკითხთან დაკავშირებით სხვა დეტალები არ იციან.