თურქული ავიხაზების თვითმფრინავში ბომბს ეძებენ

თურქული ავიხაზების თვითმფრინავში ბომბს ეძებენ

თურქული ავიაკომპანია "Turkish Airlines"-ის კუთვნილმა "ბოინგ 777"-მა, რომელიც ჰიუსტონიდან სტამბულის მიმართულებით მიფრინავდა, ირლანდიის ქალაქ შანონში საგანგებო დაშვება განახორციელა.

უცხოური მედიის ცნობით, ამის მიზეზი თვითმფრინავის ბორტზე მოსალოდნელი აფეთქება იყო. გავრცელებული ინფორმაციით, ლაინერზე საეჭვო ნივთი აღმოაჩინეს. ინციდენტის დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

თვითმფრინავში მყოფი მგაზვრები არ დაშავებულან. სპეციალისტები ლაინერს ათვალიერებენ.