ცხადაძემ თავი თავად მოიხსნა

ცხადაძემ თავი თავად მოიხსნა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი ადასტურებს, რომ ეროვნული ნაკრების მწვრთნელად კახა ცხადაძის დატოვება სურდა, თუმცა ბოლოდროინდელი ამბების შემდეგ მასთან მუშაობა ვერ წარმოუდგენია.

ცხადაძის ყოველთვიური ხელფასი 120 000 ლარია, თუმცა სფფ-ის ახალმა ხელმძღვანელობამ მას 50%-ით შემცირება და შედეგზე ორიენტირებულ საბონუსო სისტემაზე გადასვლა შესთავაზა, რაზეც კატეგორიული უარი მიიღო.

„ჩვენ ვიხდით ფულს და ვითხოვთ შედეგს. მინიმალური შედეგის შემთხვევაშიც კი, ანუ მესამე ადგილზე გასვლით ცხადაძე, ფაქტობრივად, არაფერს დაკარგავდა ფინანსურად. თუ მას იმის იმედიც არ აქვს, რომ მინიმუმ მესამეზე გავა, მაშ, რაში ვუხდით ფულს?!“ - აცხადებს კობიაშვილი.

სფფ-ის პრეზიდენტის განმარტებით, ბოლო დღეებია, ცხადაძემ მასთან კონტაქტი გაწყვიტა და სრულიად უპასუხისმგებლო განცხადებები გააკეთა.