აშშ-ში სტიქიას 10 ადამიანი ემსხვერპლა

აშშ-ში სტიქიას 10 ადამიანი ემსხვერპლა

აშშ-ში უამინდობის შედეგად სულ მცირე 10 ადამიანი დაიღუპა. სტიქია ქვეყნის დასავლეთ სანაპიროს დაატყდა თავს.  როგორც "ტელეგრაფი" იტყობინება, დიდთოვლობის გამო აშშ-ის 11 შტატში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

უამინდობის გამო 6 000-ზე მეტი რეისი გაუქმდა, ვაშინგტონში კი საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა შეწყდა.