აშშ-ი ევროპელებისთვის სავიზო მოთხოვნებს ამკაცრებს. "გარდიანის" ცნობით, გადაწყვეტილება იმ ევროპელებს შეეხება, რომლებიც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ირანში, ერაყში, სუდანსა და სირიაში იმყოფებოდნენ ან რომლებსაც ზემოთ ჩამოთვლილი ქვეყნებიდან ორმაგი მოქალაქეობა აქვთ.
შეზღუდვა არ იმოქმედებს ბიზნესის და ჰუმანიტარული ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და ჟურნალისტებზე. აღნიშნული გადაწყვეტილება დეკემბერში შემუშავებული ანტიტერორისტული კანონის ფარგლებში მიიღეს და მის მიზანს აშშ-ში რადიკალების შესვლის პრევენცია წარმოადგენს.