ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძის განცხადებით, დოლართან მიმართებაში, ეროვნული ვალუტის გაუფასურებაზე, აზერბაიჯანში მიმდინარე მოვლენებმაც იქონია გავლენა.
კალაძე გაუფასურების ერთ-ერთ მიზეზად ასევე მსოფლიოში ნავთობზე ფასის ვარდნასაც ასახელებს.
„მგონია, რომ რეგიონში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, მოხდა ლარის მცირედით გაუფასურება დოლართან მიმართებაში, თუნდაც აზერბაიჯანში მიმდინარე პროცესები, ნავთობის ფასის ვარდნა და ყველაფერი ეს“, - განაცხადა კალაძემ.