ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის განცხადებით, „სოკარს“ დიდი ინეტერესი აქვს საქართველოში გაზსაცავის მშენებლობაში მონაწილეობა მიიღოს.
მინისტრის თქმით, აღნიშნულ პროექტში „სოკარის“ წილობრივი და ფინანსური წილი უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.
„გაზასაცვის მშენებლობისთვის საჭირო თანხები მოძიებულია გაზის და ნავთობის კორპორაციისგან. ჩვენ ვართ პრიორიტეტულ მდგომარეობაში, რადგან წელს გვინდა დავიწყოთ გაზსაცავის მშენებლობა და 2018-2019 წელებში თუ რამე ცუდი არ მოხდა, დარწმუნებული ვართ, რომ „შაჰდენიზის“ მეორე ფაზა შემოვა უკვე ექსპლუატაციაში და გვექნება უკვე დამატებითი მოცულობების მიღების შესაძლებლობა, რაც ჩვენ ქვეყანას პრირიტეტულ მდგომარეობაში აყენებს. არის რამედენიმე ადგილი, სადაც არის შესაძლებელი გაზსაცავის მშენებლობა. იქ დღეს არიან ლიცენზიანტი კომპანიები, რომელიც ნავთობის საძიებო სამუშაოებს აწარმოებენ და ამ ადგილებში არის შესაძლებელი. ორი ადგილია. „სოკარს“ ძალიან დიდი ინტერესი აქვს მიიღოს მონაწილეობა ამ პროექტის განხორციელებაში, მიმდინარეობს მოლაპარაკებები და უახლოეს მომავალში ჩვენ დეტალურად გვეცოდინება მათი წილობრივი და ფინანსური მონაწილეობა ამ პროექტის განხორციელებაში“, - განაცხადა კალაძემ.