თურქეთის ქალაქ დიარბაქირში მდებარე ერთ-ერთ სკოლასთან აფეთქება მოხდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იტყობინება.
გავრცელებული ცნობით, დაღუპულია ერთი ადამიანი. ხუთამდე მოსწავლე კი სხვადასხვა დაზიანებით საავადმყოფოშია გადაყვანილი. აფეთქება მაშინ მოხდა, როდესაც მოსწავლეები პირველი სემესტრის ბოლო დღეს სკოლაში გამოცხადდნენ.
მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის აუღია. მთავრობაში კი აცხადებენ, რომ თავდასხმა "ქურთისტანის მუშათა პარტიამ" განახორციელა.
დიარბაქირში მსგავსი შემთხვევები ხშირია. 14 იანვარს პოლიციის შენობასთან მომხდარი აფეთქების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა, ათობით კი დაშავდა. მაშინ მომხდარზე პასუხისმგებლობა ქურთმა სეპარატისტებმა აიღეს.