ევროკავშირის ელჩი საქართველოში, იანოშ ჰერმანი ევროპარლამენტის მიერ საქართველოს შესახებ გუშინ მიღებულ რეზოლუციას აფასებს.
როგორც ჰერმანმა აღნიშნულ საკითხზე კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა, აღიარებული იქნა ის პროგრესი, რომელსაც საქართველომ მიაღწია.
"ევროპარლამენტმა საქართველოს საკითხს დიდი ყურადღება დაუთმო. დისკუსიის დროს აღიარეს ის პროგრესი, რასაც საქართველომ მიაღწია. საქართველოს პროგრესი არის შთამბეჭდავი და ვფიქრობ, რომ ეს საკმაოდ ბუნებრივია. იყო საუბარი იმ სფეროებზეც, რომლებიც დიდ ყურადღებას მოითხოვს. ეს სფეროები არ არის ახალი და მათ შესახებ თქვენ საკმაოდ კარგად იცით. ევროკავშირმა ხაზი გაუსვა მოსამართლეების დამოუკიდებლობის მნიშვნელობასაც", - განაცხადა ჰერმანმა.
მისივე თქმით, ევროკავშირი გააგრძელებს კონკრეტული სფეროებისთვის ყურადღების მიქცევას.