ვიცე-პრემიერი ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს იანოშ ჰერმანს შეხვდა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული და ენერგეტიკულ სექტორში დაგეგმილი ღონისძიებების მიმდინარეობას, აგრეთვე რეგიონალური და საერთაშორისო მნიშვნელობის მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების მხარდაჭერასა და სხვა მიმდინარე საკითხებს.