საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნატო-ს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნატო-ს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს შეხვდა

დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ნატო-ს გეfნერალურ მდივან იენს სტდავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგს შეხვდა. ოლტენბერგს შეხვდა. 
 

პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების პროცესთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრეს და მიღწეული პროგრესი შეაფასეს. ნატო-ს გენერალური მდივნის განცხადებით, ბოლო წლებში, საქართველომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სტანდარტებთან დაახლოების გზაზე, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა. 

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა იენს სტოლტენბერგს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ ნატო-საქართველოს ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდება. 

“ეს იყო ბრწყინვალე შეხვედრა საქართველოს პრემიერი-მინისტრთან. ეს იყო ჩვენი პირველი შეხვედრა, მას შემდეგ, რაც გიორგი კვირიკაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრი გახდა, თუმცა მე მას ვიცნობდი საგარეო საქმეთა მინისტრობის დროს, დღეს კი მომეცა შესაძლებლობა გამეცნო ახალი საგარეო საქმეთა მინისტრი. ჩვენ რა თქმა უნდა ვისაუბრეთ მოახლოებულ ვარშავის სამიტზე. ასევე ვისაუბრეთ მომავალ თავდაცვის მინისტერიალზე, რომელიც გაიმართება თებერვალში და სადაც შედგება ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაც. ეს იყო ბრწყინვალე შეხვედრა და მე ვგეგმავ საქართველოსთან თანამშრომლობის გაგრძელებას”, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.