პოლიტიკური ოპოზიციის არსებობა უმნიშვნელოვანესია დაბალანსებული და სრულყოფილი პოლიტიკური სისტემისთვის, - ამის შესახებ ევროპარლამენტის მიერ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას შესახებ მიღებულ რეზოლუციაში აღნიშნულია.
დოკუმენტში, რომელიც ევროპარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა, მითითებულია, რომ ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის წინააღმდეგ ნებისმიერი ძალადობრივი აქტი სწრაფად და საფუძვლიანად უნდა იქნეს გამოძიებული.
"ევროპარლამენტი მოუწოდებს საქართველოში პოლიტიკურ ძალებს გააუმჯობესონ პოლიტიკური კლიმატი კონფრონტაციისა და პოლარიზაციის თავიდან აცილებით და პარტიათაშორის დიალოგის უზრუნველყოფით", - ხაზგასმულია რეზოლუციაში.
დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ ევროპარლამენტი ულოცავს საქართველოს ინოვაციური შესყიდვების ელექტრონულ სისტემას, რომელმაც გაზარდა გამჭვირვალობის, ეფექტურობის და ანგარიშვალდებულების ხარისხი, რაც კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისთვის მნიშვნელოვანია.
250
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85