სავალუტო ჯიხურებში დოლარის შეძენა 2.45-2.46 ლარის ფარგლებშია შესაძლებელი. რაც შეეხება გასაყიდ ფასს, ვალუტის გადამცვლელი ჯიხურები დოლარს 2.40-2.44 ლარის ფარგლებში იბარებენ.
სავალუტო ჯიხურეში აცხადებენ, რომ ბოლო დღეებში ადამიანები დოლარს უფრო ყიდულობენ, ვიდრე ყიდიან, თუმცა ვალუტის გადამცვლელ ზოგიერთ პუნქტში ამბობენ, რომ დოლარის გაყიდვის მსურველთა რაოდენობა მეტია.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის თანახმად, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში ისევ გაუფასურდა. ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4445 ლარია.