ზაზა ფაჩულია -

ზაზა ფაჩულია - "ყველა ვარსკვლავის" თამაშზე მოხვედრაზე უფრო მეტი თქვენი სიყვარული და მხარდაჭერაა

საქართველოს ნაკრებისა და "დალასის" კალათბურთელი ზაზა ფაჩულია გულშემატკივრებს მადლობას უხდის. ამასთან დაკავშირებით ფაჩულია სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს. 
"ძალიან დიდი მადლობა ყველას განურჩევლად, ასეთი დაფასებისთვის და თანადგომისთვის, ეს დღეები ყველაზე დასამახსოვრებელი იქნება ჩემს ცხოვრებაში.
"ყველა ვარსკვლავის" თამაშზე მოხვედრაზე უფრო მეტი თქვენი სიყვარული და მხარდაჭერაა. ძალა ერთობაშია", - წერს ფაჩულია.