სამართალდამცველებმა სავარაუდოდ ვახტანგ ქირიას ავტომობილი იპოვეს

სამართალდამცველებმა სავარაუდოდ ვახტანგ ქირიას ავტომობილი იპოვეს

სამართალდამცველებმა სავარაუდოდ მოკლული პროკურორის ვახტანგ ქირიას ავტომობილი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას "რუსთავი 2" ავრცელებს. 
ექსპერტ-კრიმინალისტები და გამნაღმველები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ ნუცუბიძის მეოთხე პლატოზე, ადგილზე, სადაც თვითმხილველების ინფორმაციით, E კლასის "მერსედესი", ნომრებით FBI 010, უკვე რამდენიმე დღეა დგას. ავტომობილს დაშვებული ჰქონდა უკანა საბურავი. 
ამ დროისთვის ნუცუბიძის ქუჩაზე საგამოძიებო მოქმედებები დასრულებულია და ავტომობილი სპეციალურ სადგომზეა გადაყვანილი.