ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობას მომავალშიც გააგრძელებს. ინვესტიციები და და ფინანსური დახმარებების მოცულობა კი 2016 წელს გაიზრდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტმა სუმა ჩაკრაბატმა განუცხადა. შეხვედრა დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გაიმართა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, მხარეებმა ქვეყანაში ინვესტიციების ზრდის, კერძო სექტორის სტიმულირებისა და ბიზნესგარემოს განვითარების პერსპექტივები განიხილეს. EBღD-ის პრეზიდენტმა გიორგი კვირიკაშვილს პრემიერ-მინისტრად დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.
თავის მხრივ გიორგი კვირიკაშვილმა სერ სუმა ჩაკრაბატს მადლობა გადაუხადა საქართველოსთვის გამოცხადებული ნდობისთვის და იმ ინვესტიციებისთვის, რომელსაც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი ახორციელებს.