"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრ გიგა ბოკერიას განცხადებით, ხელისუფლების ცვლილებამდე აუცილებელია გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები, არსებული მდგომარეობის კიდევ უფრო დამძიმებისგან თავის ასარიდებლად.
"როგორც "ინტერპრესნიუსს" "ნაციონალური მოძრაობიდან" აცნობეს, გიგა ბოკერიამ სამომავლო გეგმების შესახებ იასუბრა და აღნიშნა, რომ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ მომავალი მთავრობა ანტიკრიზისული გეგმის განხორციელებას დაიწყებს.
"ლარი ისევ ეცემა, ხალხი ისევ ღარიბდება, ქართული ეკონომიკა უფსკრულის პირასაა, წლებია მივუთითებთ იმ მავნებლობებზე და ვაფრთხილებთ, რამაც ამ მდგომარეობამდე მიგვიყვანა. ჩვენ შევიმუშავეთ ანტიკრიზისული გეგმა, რომელზეც ივანიშვილის ახალი პრემიერი დაგვპირდა ვილაპრაკოთო, მაგრამ ახლა პასუხსაც არ იძლევა. რა თქმა უნდა ოქტომბერში ხალხი ივანიშვილის რეჟიმს გადაირჩევს და შემდეგი მთავრობა ამ ანტიკრიზისულ გეგმას შეასრულებს, მაგრამ მანამდეც მნიშვნელოვანია გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები, რათა კიდევ უფრო არ დამძიმდეს ვითარება", - განაცხადა გიგა ბოკერიამ.