დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში სამუშაო სადილი სახელწოდებით "შეხვდი ევროკომისიას" გაიმართა. როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს, სამუშაო სადილის მონაწილეებმა ევროკავშირის წინაშე არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს. დაისახა ევროკავშირი სამომავლო სამოქმედო გეგმის პრიოტიტეტები.
სადილს დაესწრნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და სააგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე. სამუშაო სადილს ევროკომისრებთან და პოლიტიკურ ლიდერებთან ერთად, წამყვანი ბიზნესკომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.