გიორგი კვირიკაშვილი შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტს შეხვდა

გიორგი კვირიკაშვილი შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი დავოსში ვიზიტის ფარგლებში მასპინძელი ქვეყნის პრეზიდენტს იოჰან შნაიდერ-ამანს შეხვდა.

პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ყურადღება ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივას დაეთმო, განსაკუთრებით ეკონომიკური თანამშრომლობისა და საინვესტიციო მიმართულებით.


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა შვეიცარიის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. თავის მხრივ შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ შვეიცარია საქართველოს განსაკუთრებულ პარტნიორად განიხილავს.