"საქართველო ცდილობს განავითაროს კავშირები ევროკავშირთან, რუსეთთან კი დაძაბულობა შეამციროს"

პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ევროკავშირთან მნიშვნელოვანი ურთიერთობების განმტკიცების კვადაკვალ, საქართველო ცდილობს ურთიერთობების გაუმჯობესებას მეზობლებთან, მათ შორის რუსეთთან.

მისი თქმით, პოლიტიკური დაძაბულობა უნდა შემცირდეს და ყველა ქვეყანას, საქართველოს ჩათვლით, ნაკლებად დაძაბულ გარემოში, განვითარების შესაძლებობა უნდა მიეცეს.

"ევროკავშირთან მნიშვნელოვანი ურთიერთობების განმტკიცების კვადაკვალ, ჩვენ ასევე ვცდილობთ ურთიერთობების გაუმჯობესებას ჩვენს მეზობლებთან, რუსეთის ჩათვლით. რასაკვირველია, ჩვენ უნდა შევამციროთ პოლიტიკური დაძაბულობა და მივცეთ ყველა ქვეყანას, ჩვენი ქვეყნის ჩათვლით, ნაკლებად დაძაბულ გარემოში განვითარების შესაძლებობა", - განაცხადა კვირიკაშვილმა.