საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ ზვიად კვაჭანტირაძესთან უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე და იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი იმყოფებიან.
შეხვედრა კვაჭანტირაძის სამუშაო კაბინეტში ამ წუთებში მიმდინარეობს.
შეხვედრის კონკრეტული მოტივი უცნობია, თუმცა სავარაუდოდ, საკითხი "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონში დაგეგმილ ცვლილებებს ეხება, რომლის განხილვა პარლამენტმა რამდენიმე თვის წინ დაიწყო, თუმცა ამჟამად პროცესი გაჩერებულია.