„საქართველო რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე ღია ეკონიმიკის მქონე ქვეყნად იქცევა“

„საქართველო რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე ღია ეკონიმიკის მქონე ქვეყნად იქცევა“

საქართველო იქცევა რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე ღია ეკონიმიკის მქონე ქვეყნად.  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

კვირიკაშვილმა რკინიგზის მოდერნიზაციის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და განმარტა, რომ ეს არის მეგობრული კონკურენცია, რომელიც, ზრდის ეკონომიკურ დინამიურობას ევრაზიის მთელ კონტინენტზე.

„საქართველოს აქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება რეგიონის ყველა ქვეყანასთან და ევროკავშირთან. ახალახან ჩვენ წამოვიწყეთ მოლაპარაკებები ჩინეთთან მსგავსი შეთანხმების გაფორმებასთან დაკავშირებით. შედეგად, საქართველო იქცევა რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე ღია ეკონიმიკის მქონე ქვეყნად, სადაც გვაქვს ძალიან ლიბერალური რეგულაციები და შედარებით დაბალი ტარიფები ენერგორესურსებსა და კვალიფიციურ სამუშაო ძალაზე. დარწმუნებულნი ვართ, რომ ამ პარტნიორობაში საქართველო შეასრულებს მნიშვნელოვან როლს“,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.