“იკვეთება მინისტრის პირადი დამოკიდებულება ჩემსა და იმ ადამიანის მიმართ, ვისი დანიშვნაც ჩემს ნაცვლად სურს

“იკვეთება მინისტრის პირადი დამოკიდებულება ჩემსა და იმ ადამიანის მიმართ, ვისი დანიშვნაც ჩემს ნაცვლად სურს"

ეროვნული ნაკრების მწერთვნელი კახა ცხადაძე სპორტის და ახალგაზრდობის მინისტრის ტარიელ ხეჩიკაშვილის პირად დაინტერესებებზე საუბრობს. ცხადაძის თქმით, ხეჩიკაშვილმა პირადად უთხრა, რომ მისთვის ხელფასის გადახდას არ აპრიებდა.

„ყველაფერი დაიწყო ერთ-ერთი ტელევიზიით ტარიელ ხეჩიკაშვილის რამდენიმე თვის წინ გაკეთებული განცხადებით, რომლის მიხედვითაც უნდა დამკვიდრდეს საბონუსო სისტემა, ანუ მწვრთნელის ხელფასი უნდა შემცირდეს. ამის შემდეგ, ჩვენ ერთ-ერთ ღონისძიებაზე პრივატულად ვისაუბრეთ და მან პირდაპირ მითხრა, რომ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო ხელფასის გადახდას ჩემთვის არ აპირებდა. აქედან გამომდინარე, ამ ყველაფერში იკვეთება მინისტრის პირადი დამოკიდებულება ჩემსა და იმ ადამიანის მიმართ, ვისი დანიშვნაც ჩემს ნაცვლად სურს",- განაცხადა ცხადაძემ.

ეროვნული ნაკრების მთავარი მწრთვნელი, კახა ცხადაძე ხელფასის 25%-ით შემცირების შემთხვევაშიც თანახმაა დაკავებულ თანანმდებობაზე დარჩეს. იგი დარწმუნებულია რომ მისი გუნდი შეძლებს მესამე ადგილზე გასვლას. სწორედ მესამე ადგილზე გასვლის შემთხვევაში დაიბრუნებს ცხადაძე ხელფასის 25%-ს. კახა ცხადაძემ მისთვის შეთავაზებულ კონკრეტულ წინადადებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ერთ-ერთი კლუბის აგენტი იყო ჩამოსული კონკრეტული წინადადებით, თუმცა მისი განმარტებით, ამ წინადადებას არ დათანხმდა.

დარჩება თუ არა ეროვნული ნაკრების მთავარი მწრთვნელის თანამდებობაზე, კახა ცხადაძე აცხადებს, რომ ამას ფეხბურთის ფედერაცია გადაწყვეტს. ცხადაძის განცხადებით, უკეთესია, ფედერაციაში ნებისმიერი პასუხის შემთხვევაში, გადაწყვეტილება დროულად მიიღონ, რადგან აუცილებელია, სიტუაცია დამშვიდდეს და ფეხბურთელებს საქმის გაგრძელების საშუალება მიეცეთ.