მომავალ კვირას ევროპარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტში საქართველოს შესახებ იმსჯელებენ. როგორც ევროპარლამენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, კომიტეტი 25 იანვარს საქართველოში ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ ვითარებას განიხილავს.
ამასთან, კომიტეტის წევრები ე.წ მესამე ქვეყნებში ადამიანის უფლებებისა და მიგრაციის შესახებ მომზადებულო ანგარიშის პროექტზეც იმსჯელებენ.
კომიტეტის სხდომას საქართველოდან თამარ კინწურაშვილი და გიორგი ტუღუში დაესწრებიან.