H1N1 ვირუსით, ე.წ. ღორის გრიპით საქართველოში კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა. შემთხვევა ზუგდიდის საავადმყოფოში მოხდა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ განუცხადა, გარდაცვლილია შუახნის ქალბატონი, რომელიც ზუგდიდში აფხაზეთიდან გადმოვიდა. პაციენტს ვირუსი სხვა ქრონიკული დაავადების ფონზე განუვითარდა.
ე.წ. ღორის გრიპით საქართველოში წელს უკვე სამი ადამიანი გარდაიცვალა.