დეპუტატი ლევან ბერძენიშვილი მმართველი კოალიციის "მწვანეთა პარტიით" და "სოციალ-დემოკრატებით" შესაძლო გაფართოებას მხარს არ უჭერს, თუმცა ამბობს, რომ საკითხი პოლიტსაბჭოს გადასაწყვეტია.
როგორც აღნიშნულ თემაზე საუბრისას ბერძენიშვილმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ის არც ერთ და არც მეორე პარტიას კარგად არ იცნობს.
"იცით მეორე პირი "მწვანეებში"?! თუკი კოალიცია გადაწყვეტს, გაფართოვდეს, მათ შორის ისეთი პარტიებით, რომელთა მეორე და მესამე პირებს მე არ ვიცნობ, კი ბატონო, მაშინ ასეთი გადაწყვეტილება იქნება და მე ამის წინააღმდეგ ვერ ვიქნები. პირადად მე რომ მკითხოთ, ასეთი გაფართოების მომხრე არ ვარ, მაგრამ როგორც კოალიცია გადაწყვეტს... პირადად მე ჩემს პარტიაში პირველი და მეორე კი არა, 36-ე კაცი ვიცი. ვიცი 37-ც და 105-ც. ყველას რეიტინგი, ვინც კენჭს იყრიდა, ზეპირად ვიცით. პირადად მე დაინტერესებული ვარ, ქვეყანაში იყოს ძლიერი "სოციალ-დემოკრატიული" პარტია. თუკი ბატონ გიას (ჟორჟოლიანი) აქვს შანსი, ასეთი პარტია ჩამოაყალიბოს და ავანსად კოალიციის წევრობა სჭირდება, ეს ამბავი უნდა განვიხილოთ", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" ბერძენიშვილმა.
უმრავლესობის ლიდერი ზვიად კვაჭანტირაძე ადასტურებს, რომ კოალიციაში პარტიულ სუბიექტებად "მწვანეთა პარტიის" და "სოცილ-დემოკრატების" შესვლის შესაძლებლობას ადასტურებს.