დავით პოპოვის მეზობელი, ვაჟა ჩიკვილაძე ადასტურებს ინფორმაციას, რომ დავით პოპოვთან გარდაცვლილის ადვოკატების შეხვედრა ბიძინა კუჭავას ოჯახის ინიციატივით შედგა.
როგორც ვაჟა ჩიკვილაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მას ბიძინა კუჭავას შვილი დაუკავშირდა და დავით პოპოვის ნომერი სთხოვა.
"პირადად მე გარდაცვლილს არ ვიცნობდი. ჩემი მეგობარია მისი გერი. მისგან განხორციელდა ზარი. გამიკვირდა კიდეც იმიტომ, რომ არ შევხმიანებივარ დაახლოებით ერთი წელია. ზაფხულში გვიწევს ხოლმე ერთმანეთის ნახვა. იცოდა, რომ დათო იყო ჩემი მეზობელი და მთხოვა მისი ტელეფონის ნომერი. რომ ვკითხე ადვოკატს რატომაც უნდოდა დათოსთან გასაუბრება, შემდეგ ჩავაყენე დათო საქმის კურსში. თავიდან კი უარი განმიცხადა, რომ არავის ჩემი ნომერი არ მისცეო, მაგრამ შემდეგ თვითომ მითხრა, რომ მიმეცა მისი ნომერი. გავუგზავნე ნომერი გიგას. მე არანაირ შეხვედრაზე არ ვყოფილვარ და საერთოდ არანაირ კავშირში არ ვარ ამ საქმესთან", - აღნიშნა ვაჟა ჩიკვილაძემ.