ევროპარლამენტის რეზოლუცია, დავოსში მყოფმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ, დადებითად შეაფასა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, იმ პროგრესის დადებითი შეფასება ხდება, რასაც საქართველომ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ფარგლებში მიაღწია.
"ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რეზილუცია, რომელშიც საუბარია მოლდოვის, საქართველოსა და უკრაინის ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის თემებზე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ დებატების ფარგლებში, იმ შესაძლო პერსპექტივებს ვხედავთ, რომელიც ამ სამ ქვეყანას გააჩნია არამხოლოდ ასოცირების შეთანხმების ფარგლებში, არამედ ამის იქეთაც, რაც გულისხმობს ევროპულ პერსპექტივას. ასევე, ჩვენ ვხედავთ მკაფიო მხარდაჭერას ვიზალიბერალიზაციის პროცესში, საქართველოსთვის და უკრაინისთვის. დადებითი შეფასება ხდება იმ პროგრესის, რაც მიღწეული იქნა ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ფარგლებში რეფორმების განხორციელების კუთხით. ასევე, გამოხატულია პოლიტიკური მხარდაჭერა, რათა ეს პროცესი დასრულდეს. დებატები მიმდინარეობს და ჩვენ, რა თქმა უნდა, დიდ ყურადღებას ვაქცევთ",- განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.