პარლამენტის თავმჯდომარედ დავით უსუფაშვილი აკვიატება კი არ არის, ის უბრალოდ, სხვებს ჯობია, - ასეთ შეფასებას ფრაქცია "რესპუბლიკელების" წარმომადგენელი ლევან ბერძენიშვილი აკეთებს.
როგორც მან "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას აღნიშნა, "ქართულ ოცნებაში" არიან ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ პარლამენტის თავმჯდომარის პოსტი უმრავლესობის ყველაზე დიდ ფრაქციას უნდა ჰქონდეს.
"პარლამენტის თავმჯდომარედ დავით უსუფაშვილი აკვიატება კი არ არის, ის ჯობია სხვებს და როდესაც უკეთესი ეყოლებათ, უსუფაშვილი წავა იმ ადგილას, სადაც მისი ადგილია. დღესდღეობით, გამოკითხვით, შეესაბამება თუ არა ის თანამდებობას, უსუფაშვილი ჩემპიონია საქართველოში, რომელიც თავის თანამდებობას ყველაზე უკეთესად შეესაბამება", - აღნიშნა ლევან ბერძენიშვილმა.