"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" უმცირესობის ფარგლებში ახალ ფრაქციას ქმნის. ფრაქცია, სახელწოდებით "ნაციონალური მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის" უმცირესობის ფარგლებში რიგით მეოთხე ფრაქცია იქნება. ახალი ფრაქციის რეგისტრაციის საკითხს ხვალ, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი განიხილავს.
როგორც აღნიშნულთან დაკავშირებით "ინტერპრესნიუსს" "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა მიხეილ მაჭავარიანმა განუცხადა, ფრაქციაში ერთიანდებიან დეპუტატები: აზერ სულეიმანოვი, კობა ნაყოფია, გიორგი ღვინიაშვილი, როლანდ ახალაია, შოთა მალაშხია და ნიკა ყიფშიძე. ფრაქციას ღვინიაშვილი უხელმძღვანელებს.
ახალი ფრაქციის ჩამოყალიბების მიზეზად მიხეილ მაჭავარიანი იმ დროითი და მატერიალური რესურსის გამოყენებას ასახელებს, რომელიც პარლამენტში ფრაქციებს გააჩნიათ.