თუ ვინმე ფიქრობს, ირაკლი ალასანიას პარტია დაშალოს - ირაკლი ალთას წავიდეს, ხოლო პარტია – ბალთას, ასეთ რამეს არასდროს ვუგულშემატკივრებ, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" დეპუტატმა ლევან ბერძენიშვილმა განუცხადა, რომელმაც აქვე აღნიშნა, რომ "როცა ცალკეული პირები თანამდებობაზე ინიშნებიან, გასაგებია, რომ პოლიტიკურ არჩევას აკეთებენ".
ამასთან, ბერძენიშვილის შეფასებით, "თავისუფალი დემოკრატების" კოალიციის შემადგენლობაში დაბრუნება, არარეალისტურია.
"კოალიციის შემადგენლობაში ირაკლი ალასანიას დაბრუნების ალბათობა ძალიან დაბალია. მე ამას ვერ ვხედავ. როცა ირაკლი ალასანია მიდიოდა, მან განაცხადა, რომ ქვეყნის პოლიტიკური კურსი იცვლება. მე ეს სწორ ნათქვამად არც მაშინ მიმაჩნდა და არც ახლა მიმაჩნია. ეს რომ სწორი განცხადება არ იყო, ისტორიამ დაამტკიცა, როცა ვიზრუნეთ, რომ ევროპასთან ვიზალიბერალიზაციისთვის და ევროპულ სტრუქტურებთან დაახლოებისთვის მიგვეღწია. აღნიშნული განცხადების გარდა, ბევრი პერსონალური ტიპის განცხადებაც გაკეთდა. პირადად მე ირაკლი ალასანიაზე არასდროს ცუდი არ მითქვამს, მაგრამ უმრავლესობაში 50 კაცი ვიცი, ვინც ალასანიაზე ძალიან ცუდად ილაპარაკა და ამდენივეზე ვიცი, ირაკლიმ რომ ცუდად ილაპარაკა. ჩემი აზრით, ამის აღმოფხვრა შეუძლებელია. არც მისი პოლიტიკური ხაზით ჩანს, რომ სადმე დაბრუნებას აპირებს. თუ ვინმე ფიქრობს, რომ მისი პარტია დაშალოს და ირაკლი ალთას წავიდეს და პარტია – ბალთას, ასეთ რამეს არასდროს ვუგულშემატკივრებ", - განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.