ბიძინა კუჭავას ოჯახის ადვოკატი გია გოროზია თბილისის პროკურორთან შეხვედრაზე არ შეუშვეს

ბიძინა კუჭავას ოჯახის ადვოკატი გია გოროზია თბილისის პროკურორთან შეხვედრაზე არ შეუშვეს

ბიძინა კუჭავას ოჯახის ადვოკატი გია გოროზია თბილისის პროკურორთან შეხვედრაზე არ შეუშვეს. კუჭავას მეუღლე მარინა ნიკოლოზაშვილი, ოჯახის კიდევ ერთი ადვოკატი ნათია კორკოტაძე და დამოუკიდებელი ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი კი მიხეილ შაყულაშვილთან შეხვედრაზე უკვე შევიდნენ.

როგორც გია გოროზიამ აღნიშნა, მასზე საშვი არ დაუშვეს. მისივე თქმით, ამ დროისათვის ადვოკატები კუჭავას გარდაცვალების ფაქტზე არანაირი დოკუმენტს არ იცნობენ. მისი თქმით, კითხვები სწორედ ამ გარემოებასთან დაკავშირებით აქვს გარდაცვლილის მხარეს მომზადებული.

"ბიძინა კუჭავას მხრიდან პაატა ქირიას მკვლელობა გამორიცხულია, ისევე როგოც ჩვენ გამოვრიცხავთ გავრცელებულ ვერსიას, რომ ბიძინა კუჭავამ თავი მოიკლა", - განაცხადა გია გორიზიამ.

კომენტარი გააკეთა მეორე ადვოკატმა ნათია კორკოტაძემაც, რომლის თქმითაც, დღეს ისინი მოითხოვენ გაარკვიონ რა სტატუსი გააჩნია ამ საქმეში ბიძინა კუჭავას.

ადვოკატები გამოითხოვენ საქმის მასალებს. ნათია კორკოტაძის თქმით, დღესვე პროკურატურის წინაშე დააყენებენ მოთხოვნას, რომ კუჭავას გარდაცვალების მთავარმა მოწმემ დავით პოპოვმა გამოძიებას მიაწოდოს ის პერანგი, რომლითაც გუშინ ადვოკატებთან შეხვედრაზე მივიდა.

"ეს პერანგი მაღაზიებში არ იყიდება. ეს გააჩნიათ მხოლოდ სუს-ის თანამშრომლებს, რომლითაც ფარული ჩაწერა უნდა განეხორციელებინა პოპოვს", - განაცხადა ნათია კორკოტაძემ.

დამოუკიდებელი ექსპერტის მაია ნიკოლეიშვილის თქმით კი, დღეს დაზუსტდება საკითხები გამოძიების ფარგლებში თუ რომელ ექსპერტიზებში უნდა მიიღოს მონაწილეობა კუჭავას ოჯახის თხოვნით დამოუკიდებელმა ექსპერტმა.