მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი კიდევ შემცირდა. "ბლუმბერგის" მონაცემებით, ერთი ბარელი WTI ტიპის ნავთობის ყიდვა 27.52 დოლარადაა შესაძლებელი. "ბრენტის" ნავთობი კი 28.18 დოლარი ღირს.
"შავი ოქროს" ყიდვა ბოლოს ამ ფასად 2003 წელს იყო შესაძლებელი. ნავთობის ფასმა კიდევ ერთხელ მას შემდეგ დაიკლო, რაც გუშინ ენერგიის საერთაშორისო სააგენტოში განაცხადეს, რომ ნავთობბაზრებზე ჭარბი მიწოდებაა მოსალოდნელი. ამას ირანის წინააღმდეგ დასავლეთის მიერ სანქციების მოხსნაც მოჰყვა, რაც იმას ნიშნავს, რომ მსოფლიო ბაზარს ენერგორესურსების კიდევ ერთი მიმწოდებელი დაუბრუნდება.
ექსპერტების მოსაზრებით, უახლოეს მომავალში მოსალოდნელია ნავთობის ფასის მორიგი მნიშვნელოვანი კლება.