ტუნისის ქალაქ კასერინში კომენდანტის საათი გამოცხადდა

ტუნისის ქალაქ კასერინში კომენდანტის საათი გამოცხადდა

ტუნისში მასშტაბური საპროტესტო გამოსვლების გამო კომენდანტის საათი გამოცხადდა. "ალ-ჯაზირას" ცნობით, ქალაქ კასერინში მოსახლეობა დასაქმების მოთხოვნით გამოვიდა. მოგვიანებით დემონსტრაციები შეტაკებებში გადაიზარდა. 
ტუნისის პოლიციამ მომიტინგეები ცრემლსადენი გაზით დაშალა. დაშავდა 23 ადამიანი, მათგან სამი სამართალდამცველია. მომხდარის შემდეგ ქალაქის მთავრობამ კომენდანტის საათი გამოაცხადა. 
მასობრივი გამოსვლები რამდენიმე დღის წინ უმუშევარი მამაკაცის თვითმკვლელობას მოჰყვა.