რუსეთი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიებს წლის ბოლომდე ვერ დაესწრება. "ბიბისის" ცნობით, ამის შესახებ ასამბლეის პრეზიდენტმა ან ბრასერმა განაცხადა.
ბრასერის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც მოსკოვმა ზამთრის სესიაზე დასწრებაზე უარი თქვა.
"ვწუხვარ ამ გადაწყვეტილების გამო. ამის შედეგი იქნება შემდეგი: რუსეთის ფედერაციის დელეგაცია ვერ დაესწრება ასამბლეის სეისებს 2016 წლის განმავლობაში, ან სულ მცირე რუსეთში მომავალ საპარლამენტო არჩევნებამდე", - განაცხადა ბრასერმა.
რუსეთის მიერ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიის გამოტოვების შესახებ გასულ კვირას რუსეთის დელეგაციის წარმომადგენელმა, ლეონიდ სლუცკიმ განაცხადა. მისივე თქმით, რუსეთი ასამბლეას დაუბრუნდება მას შემდეგ, რაც მოსკოვის დელეგაცია ყველა უფლების დაბრუნების გარანტიას მიიღებს.
რუსეთის დელეგაციას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე 2014 წელს ხმის მიცემის უფლება ჩამოართვეს. ამის მიზეზი რუსეთის მიერ ყირიმის არალეგალურად მიერთება გახდა. რუსეთის დელეგაციამ სანქციების გამო პროტესტის ნიშნად ასამბლეის სესიები გამოტოვა.