"ისლამურ სახელმწიფოსთან" დაკავშირებული ერთ-ერთი გამოცემა ადასტურებს, რომ "ჯიჰადი ჯონის" სახელით მებრძოლი ბრიტანელი გასული წლის ნოემბერში სირიაში ერთ-ერთი იერიშის დროს დაიღუპა. ამის შესახებ "ბიბისი" წერს.
ექსტრემისტულმა დაჯგუფებამ ტერორისტზე, რომელსაც მუჰამედ ემვაზი ერქვა, ნეკროლოგიც გამოაქვეყნა.
ნოემბერში ამერიკელმა სამხედროებმაც განაცხადეს, რომ მათ "ჯიჰადი ჯონი" ქალაქ რაქაში მოკლეს. ემვაზი იმ ვიდეოებში ჩანს, რომელშიც ამერიკელი დევიდ ჰეინსის და ალან ჰენინგის მკვლელობაა ასახული.