"დღეს მთელი ფიზიკური სამყარო ეკურთხა"

ნათლისღების დღესასწაულზე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების ტაძრის ეზოში შეკრებილი ნათლულები დალოცა და დიდ აიაზმაში წყალი აკურთხა.

წყლის კურთხევის შემდეგ უწმინდესმა მრევლს ქადაგებით მიმართა.

„დღეს ეკურთხა მთელი ფიზიკური სამყარო და ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ უხვად ასხუროს ეს ნაკურთხი წყალი და განგვწმინდოს ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა, ყოვლისაგან ბოროტისა, ანგელოზი მფარველი სუფევდეს საქართველოში, მფარველი ჩვენი ხალხისა და ერისა. დალოცვილი და გახარებული იყავით. წაიღეთ ნაკურთხი წყალი სახლში, მიიღეთ თქვენც და ასხულეთ შვილებს, სახლს, ეზოს, რათა მადლი ყოვლად წმინდისა სამებისა გადავიდეს მათზე. წმინდა სამება შეგეწიოთ, დღეს არის ჩვენი ტაძრის დღესასწაული. წმინდა სამება გფარავდეთ თქვენ და სრულიად საქართველოს”, – ბრძანა უწმინდესმა.