კითხვები გაცოცხლდა კიდევ ოთხ საქმესთან დაკავშირებით, რომელთა შორისაა ბიძინა კუჭავას დის გაუჩინარება და მისი გერის მკვლელობა

კითხვები გაცოცხლდა კიდევ ოთხ საქმესთან დაკავშირებით, რომელთა შორისაა ბიძინა კუჭავას დის გაუჩინარება და მისი გერის მკვლელობა

შს მინისტრის მოადგილის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურორის ვახტანგ ქირიას მკვლელობის გამოძიებამ კითხვები კიდევ ოთხი საქმესთან დაკავშირებით გააცოცხლა.

ამის შესახებ თალაკვაძემ ტელეკომპანია "იმედს" განუცხადა.

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქირიას მკვლელობის გამოძიებამ გააცოცხლა, ამოწია კითხვის ნიშნები სხვა ოთხ საქმესთან დაკავშირებით, რომელიც 2005-2009 წლებში მოხდა და რომლებიც დღემდე გაუხსნელია. ეს არის ბიძინა კუჭავას დის გაუჩინარება - ეს საქმე დღემდე გაუხსნელია; ეს არის მისი გერის მკვლელობა; ეს არის ცოლ-ქმარ ნინუების მკვლელობა, რომელზეც მართალია, ერთი ადამიანი მიეცა პასუხისგებაში, მაგრამ გამოძიება მუშაობს დამატებით, ეს საქმეც იქნა შესწავლილი; ასევე, ეს არის მაღალდაძის მკვლელობა, რომელზეც ასევე არსებობს კითხვის ნიშნები. ამ საქმეებში არის გარკვეული დეტალები, რომელსაც, შესაძლოა, კავშირი ჰქონდეს ამ ბოლო საქმესთან", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ და დასძინა, რომ გამოძიება ამ საქმეებს შორის შესაძლო კავშირის დადგენაზე მუშაობს.