აზერბაიჯანში საპროტესტო აქცია დაარბიეს

აზერბაიჯანში საპროტესტო აქცია დაარბიეს

აზერბაიჯანში საპროტესტო აქცია დაარბიეს. სამართალდამცველებმა მომიტინგეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა.

"კავკაზკი უზელი" წერს, რომ შეტაკებები მას შემდეგ დაიწყო, რაც ქვეყნის ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ სიაზანიში ფასების მატების და უმუშევრობის გასაპროტესტებლად აქცია გაიმართა.

ადგილობრივი ოპოზიციის წარმომადგენლებმა გამოცემის კორესპონდენთან საუბარში განაცხადეს, რომ აღმასრულებელი ხელისუფლების შენობასთან 400-მდე ადამიანი 12 იანვარსაც შეიკრიბა. ისინი სამომხმარებლო პროდუქციაზე ფასების მატებას აპროტესტებდნენ. საღამოს საათებში კი, ქალაქში დაკავებების სერია დაიწყო.

დღეს დილით, აღმასრულებელი ხელისუფლების შენობასთან აქცია კვლავ გაიმართა, სადაც 500-დან 1 000 ადამიანამდე მივიდა.

მოგვიანებით, პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრელმსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა, ადგილზე მობილიზებული იყო შსს-ს სწრაფი რეაგირების ძალები. დაკავებულია 30-40 ადამიანი.