თურქეთის პრეზიდენტმა რეჯებ ტაიპ ერდოღანმა სტამბოლში, სულთანახმეტის ისტორიულ რაიონში მომხდარ აფეთქებას ტერაქტის კვალიფიკაცია მისცა.
თურქეთის პრეზიდენტის ინფორმაციით, ქალაქის ცენტრში თავი სირიელმა თვითმკვლელმა-ტერორისტმა აიფეთქა.
"კატეგორიულად ვგმობ სულთანახმეტის მოედანზე მომხდარ ტერაქტს, რომელიც სირიული წარმოშობის თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა. ჯერ-ჯერობით ჩვენ 10 დაღუპული და 15 დაშავებული გვყვავს. გარდაცვლილთან შორის არიან თურქები და უცხოელებიც", - განაცხადა რეჯებ ტაიპ ერდოღანმა.
შეგახსენებთ, რომ სტამბოლის ცენტრში ძლიერი აფეთქება ადგილობრივი დროით 10:20 საათზე მოხდა. თვითმკვლელმა-ტერორისტმა თავი სულთანახმეტის ისტორიულ რაიონში აიფეთქა, სადაც ტურისტებიც იმყოფებოდნენ. ბოლო მონაცემებით, ტერაქტის შედეგად 10 ადამიანი გარდაიცვალა, 15 კი დაშავდა. არსებული ინფორმაციით დაღუპულთაგან 9 ადამიანი გერმანიის მოქალაქეა.