თბილისის მერის მოადგილის პოსტზე გიორგი სოლომონიას სავარაუდოდ "ქართუ ჯგუფის" ხელმძღვანელი, გიორგი ლილუაშვილი შეცვლის.
"რუსთავი2"-თან სატელეფონო საუბარში გიორგი ლილუაშვილმა განაცხადა, რომ შეთავაზება თბილისის მერის მოადგილის თანამდებობაზე პირადად თბილისის მერისგან, დავით ნარმანიასგან მიიღო, თუმცა ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია.
"კონსულტაციები მაქვს და ჯერ თანხმობა არ განმიცხადებია", - განმარტა ლილუაშვილმა.
დღეს ცნობილი გახდა, რომ თბილისის მერის მოადგილემ გიორგი სოლომონიამ თანამდებობა დატოვა. სოლომონია საქმიანობას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში გააგრძელებს.