საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სტამბოლში, ტერაქტის დროს, ქართველები არ დაშავებულან

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სტამბოლში, ტერაქტის დროს, ქართველები არ დაშავებულან

როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ამ ეტაპზე თურქული მხარე არ ადასტურებს დაღუპულთა და დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეების არსებობას.

საგარეო უწყების ინფორმაციით, თურქეთის ქალაქ სტამბოლის ცენტრში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით სტამბოლში საქართველოს გენერალური საკონსულო მუდმივ კავშირზეა ქალაქ სტამბოლის გუბერნიის საგანგებო სიტუაციებზე პირველადი რეაგირების ჯგუფთან.

წინასწარი მონაცემებით თურქეთში მომხდარი აფეთქების შედეგად გარდაცვლილია 10 და დაშავებულია 15 ადამიანი.