ტექნოლოგიური პარკის გახსნის ღონისძიებას პრემიერი და ეკონომიკის მინისტრი დაესწრებიან

ტექნოლოგიური პარკის გახსნის ღონისძიებას პრემიერი და ეკონომიკის მინისტრი დაესწრებიან

ხვალ, ოქროყანაში, საქართველოში პირველი ტექნოლოგიური პარკის გახსნის ღონისძიება გაიმართება, რომელსაც პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი დაესწრებიან. 

ღონისძიებაზე ასევე მოწვეულნი არიან საქართველოს მთავრობის, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. 

დიმიტრი ქუმსიშვილი დამსწრე საზოგადოებას ტექნოლოგიური პარკის კონცეფციას პრეზენტაციის სახით გააცნობს.

ცნობისთვის, საქართველოში პირველი ტექნოლოგიური პარკი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ აშენდა. ტექნოლოგიური პარკი დამწყებ და პატარა კომპანიებს შესთავაზებს ისეთ რესურსებს, რომლებიც მათთვის აქამდე ძნელად ხელმისაწვდომი იყო. იგი განსაკუთრებულ როლს ითამაშებს ახალი ბიზნესისა და ახალი კომპანიების შექმნაში, არსებული ბიზნესის განვითარებაში, ინოვაციების კომერციალიზაციასა და მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შექმნაში.